კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

ტრავმა გაუმიზეზდა - ბოლდუინი ნაკრებში გამოირიცხა

კამარ ბოლდუინი 99-პროცენტიანი ალბათობით საქართველოს ეროვნულ გუნდს თებერვლის სანაკრებო ფანჯრის დროს ვერ დაეხმარება. ევროლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბაიერნის“ მოთამაშეს ბარძაყის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც მისი დაბრუნება კიდევ ხანგრძლივი ვადით გადაიდო, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება სამედიცინო შტაბის წევრებსაც უჭირთ.

ამ ცნობებიდან გამომდინარე უკვე გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, 27 თებერვალსა და 2 მარტს, დანიელებთან სტუმრად და შინ გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში საქართველოს ნაკრებს ბოლდუინი ვერ დაეხმარება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა საჭიროდ ისევ თადეუს მაკფადენის გამოძახება ჩათვალოს, რომელიც წინა შესარჩევ თამაშებშიც იყო გამოძახებული.

ცნობისათვის, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდისთვის თებერვალში ჩასატარებელი თამაშები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან ჩვენს მსგავსად, დანიელებსაც საწყისი ორივე მატჩი წაგებული აქვთ და ამ შეხვედრებში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისთვის სერიოზულ განაცხადს გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ისევ არ უთამაშია | რას ამბობს ქართველზე მეჯიქის მწვრთნელი
გოგას ისევ არ უთამაშია | რას ამბობს ქართველზე მეჯიქის მწვრთნელი