11 ქულა და 4-დან 4 ორქულიანი | შენგელიას ბარსელონა პარიზთან დამარცხდა
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-11 მარცხი იწვნია. ქართველი კალათბურთელის გუნდი საშინაო არენაზე „პარიზს“ დაუპირისპირდა და 74:85 წააგო.
შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 20 წუთი და 29 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
შენგელიამ 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი გააფუჭა და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. „ბარსელონას“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ დარიო ბრისუელამ დააგროვა, ნიკოლას ლაპროვიტოლას კი ასევე 11 ქულა ჰქონდა.
„ბარსელონას“ 17 მოგება და 11 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებს. „ბლაუგრანა“ მომდევნო მატჩს 15 თებერვალს, „მანრესას“ წინააღმდეგ გამართავს.