„100%-ით სპეკულაციაა“ - მარესკა უარყოფს, რომ შესაძლოა გუარდიოლა შეცვალოს
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ, კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც მან 2026 წლის ზაფხულში, შესაძლოა „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლა შეცვალოს
„ეს ჩემზე არანაირად არ მოქმედებს, რადგან ვიცი, რომ 100%-ით სპეკულაციაა და მსგავსი რამეებისთვის დრო არ მაქვს. აქ კონტრაქტი 2029 წლამდე მაკავშირებს. მთელი ჩემი ყურადღება მხოლოდ ამ კლუბზეა მიმართული და ვამაყობ, რომ აქ ვიმყოფები. ერთი კვირის წინ იტალიაში იგივე ხდებოდა „იუვენტუსთან“ დაკავშირებით. მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ ჩნდება ასეთი ამბები, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია. ახლა „ნიუკასლთან“ მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, რომელიც ძალიან რთული იქნება“, - თქვა მარესკამ.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას კონტრაქტი „სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ის „ქალაქელებს“ 2016 წლიდან წვრთნის.
რაც შეეხება მარესკას, 45 წლის იტალიელმა „არისტოკრატები“ 2024 წელს ჩაიბარა.