გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მკვლელის ინსტიქტით ვილიარეალს ბევრ რამეში ეხმარება“ - მიქაუტაძის შედეგიანობის ხაზგასმა

ლიგა 1-დან ლა ლიგაში გადასულ გიორგი მიქაუტაძეს ახალ რეალობასთან ადაპტაცია ოდნავადაც არ გასჭირვებია და ესპანეთის ჩემპიონატშიც ისეთივე წარმატებით განაგრძობს გოლების გატანას, როგორც ამას საფრანგეთის პირველობაზე აკეთებდა. უკანასკნელი თამაში კი საქართველოს ნაკრების და „ვილიარეალის“ 25 წლის ფორვარდისთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა, რადგან „ესპანიოლთან“ საშინაო დაპირისპირებაში აქტივში გოლს პლუს პასი ჩაიწერა. სწორედ ამაზე იყო ყურადღება გამახვილებული ცნობილი გამოცემა Superdeporte-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც მთლიანად „ყვითელი სუბმარინას“ ქართველ შემტევს მიეძღვნა

რას წერენ მიქაუტაძეზე

ერთთვიანი მშრალი სერია გიორგი მიქაუტაძემ „ესპანიოლთან“ გატანილი ბრწყინვალე გოლით დაასრულა. თუმცა, მისი ნაყოფიერი ასპარეზობა ამით არ შემოფარგლულა - ჟორჟმა მოლეიროს ასისტენტობაც გაუწია და სხვა თანაგუნდელებთან მშვენიერი ურთიერთქმედების ხარჯზეც მეტოქე გუნდის მცველებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ის აგრძელებს ტურიდან ტურამდე სრულყოფას და თავისი თამაშის რეგულარულ გაუმჯობესებას.

მიქაუტაძის თამაშში თითქოს ერთი რამ იგრძნობა - ის კარგად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას, როგორც „ვილიარეალის“ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს აკისრია და ცდილობს თავისი მკვლელის ინსტიქტით კლუბს ქულების დაგროვებაში დაეხმაროს. მიუხედავად არცთუ სახარბიელო სტარტისა, გიორგიმ ბოლო პერიოდში აშკარად მოუმატა და მის აქტივში უკვე 12 (8 გოლი, 4 ასისტი) საგოლე მოქმედებაა, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ.

ცნობისათვის, „ესპანიოლთან“ ბრწყინვალე თამაშამდე და თავის გამოჩენამდე, გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ რიგებში გოლი ბოლოს 10 იანვარს ჰქონდა გატანილი, როდესაც თავი „ალავესთან“ შეხვედრაში გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის სუპერმატჩი - ქართველი ბომბარდირის გოლს პლუს ასისტი
მიქაუტაძის სუპერმატჩი - ქართველი ბომბარდირის გოლს პლუს ასისტი