ბარსელონა, ატლეტიკო
Aa
Aa

ბარსელონამ ბოლომდე იბრძოლა - 1/2-ფინალში ატლეტიკო გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, ატლეტიკომ ბარსელონას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

აღნიშნული ანგარიში ბარსელონასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ნახევარფინალში როხიბლანკო გავიდა.

ბლაუგრანამ დიდებულად დაიწყო და ლამინ იამალის გოლით საწყის წუთებზევე დაწინაურდა. 24-ე წუთზე ფერან ტორესმა გაისროლა და სხვაობა 2-ბურთიანი გახდა.

კატალონიური გრანდი შეტევაში ძალიან აქტიურობდა და ფერმინს მესამე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა მუსომ მოიგერია. 31-ე წუთზე ლუკმანმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. ფლიკის გუნდი მასირებულად უტევდა და ატლეტიკო კონტრ-შეტევაზე თამაშობდა. ფერან ტორესმა კიდევ ერთხელ აიღო როხიბლანკოს კარი, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

79-ე წუთზე მსაჯმა მოედანიდან ერიკ გარსია გააძევა და ბარსელონა 10 ფეხბურთელით დარჩა. დარჩენილ დროში, კატალონიელებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, მაგრამ გოლი ვეღარ გაიტანეს და ნახევარფინალში, როგორც უკვე მოგახსენეთ ატლეტიკო გავიდა, სადაც არსენალს და ან სპორტინგს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია“ - კომპანი რეალთან მატჩის წინ
“უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია“ - კომპანი რეალთან მატჩის წინ