ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ვარჯიშებზე ოფლის ნაცვლად რომს გამოყოფს | ჯუდი ალკოჰოლზე დამოკიდებულებას უარყოფს

ესპანელმა იუთუბერმა AuronPlay-მ განაცხადა, რომ ჯუდ ბელინგემს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა: „ესპანეთში არ არსებობს კლუბი, სადაც ჯუდ ბელინგემი ნამყოფი არაა. მას ძალიან უყვარს ალკოჰოლი. ვარჯიშებზე ის ოფლის ნაცვლად რომს გამოყოფს''.

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა ალკოჰოლთან დაკავშირებულ გავრცელებულ ხმებს უპასუხა.

„მგონია, რომ ეს ადრეც მითქვამს: პირადი ცხოვრება და ფეხბურთი ერთმანეთში არ უნდა აურიო. ხალხი იტყუებოდა, თითქოს ბევრს ვერთობოდი და ბევრს ვსვამდი, მაგრამ ეს სიმართლე არაა. მე ძალიან პროფესიონალი ვარ. ეს აღნიშვნა უბრალოდ ხუმრობა იყო და მეტი არაფერი,'' — განაცხადა ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ბაიერნის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, ბელინგემმა 20 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე მონაკოს წინააღმდეგ გამართულ მატჩში (6:1) გოლი გაიტანა და ის ჭიქების დაჭერის ჟესტით აღნიშნა

22 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 32 მატჩში (2, 113 წუთი) 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კონტემ მთხოვა, კვარა არ გამეყიდა, ეს შეცდომა აღმოჩნდა“ | აურელიო დე ლაურენტისი
„კონტემ მთხოვა, კვარა არ გამეყიდა, ეს შეცდომა აღმოჩნდა“ | აურელიო დე ლაურენტისი