საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

შემადგენლობა ცნობილია - უკრაინასთან მამუს გარეშე

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი დღეს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული მოთამაშეების მეტოქე ლატვიის დედაქალაქ რიგაში უკრაინის ნაკრები იქნება. სამატჩო 12-კაციანი შემადგენლობა სერბმა სპეციალისტმა უკვე გამოაქვეყნა და სანდრო მამუკელაშვილის სახით გუნდს მხოლოდ ერთი სერიოზული დანაკლისი აქვს. „მამუმ“ სანაკრებო შეკრებაზე ჩამოსვლა გასაგები მიზეზების გამო ვერ მოახერხა და გუშინ, NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან „ლეიკერსთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

0.ალექსანდრე მერკვილაძე. 2.მარკიზ რიდი. 4.რატი ანდრონიკაშვილი. 6.კახაბერ ჯინჭარაძე. 7.ბექა ბურჯანაძე. 10.დუდა სანაძე. 11.გიორგი ტურძილაძე. 12.გიორგი კორსანტია. 15.ალექსანდრე ფევაძე. 23.თორნიკე შენგელია. 35.გოგა ბითაძე. 77.გიორგი ოჩხიკიძე.

ცნობისათვის, პირველ წრეში თბილისში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინელებთან 79:92 დამარცხდნენ და გარდა სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ქართველ კალათბურთელებს დღეს რევანშის აღებაზეც მოუწევთ ზრუნვა. შეხვედრა თბილსის დროით 19:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალ ლეიკერსში მამუს მნიშვნელოვანი როლი ექნება“ - ტუღუში ისტორიულ ამბავზე
„ახალ ლეიკერსში მამუს მნიშვნელოვანი როლი ექნება“ - ტუღუში ისტორიულ ამბავზე