ტომას ტუხელი
Aa
Aa

„ამასთან შეგუება ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ...“ - ტუხელმა მექსიკასთან მატჩზე ისაუბრა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა 1/8 ფინალში, მექსიკის ნაკრებთან მატჩზე ისაუბრა.

რას ამბობს ტუხელი:

„ალბათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამაღელვებელი მატჩი, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება.

მექსიკის წინააღმდეგ „აცტეკაზე“ თამაში – წინ ძალიან, ძალიან ბევრი დაბრკოლება გველის. რომ აღარაფერი ვთქვათ ზღვის დონიდან სიმაღლეზე – ეს უდიდესი დისკომფორტი იქნება, რადგან ფიზიკურად ოთხ დღეში ამასთან ადაპტირებას ვერ მოვასწრებთ. ეს უბრალოდ შეუძლებელია. შესაძლოა, ახალი დაბრკოლებებიც გაჩნდეს.

მაგრამ მზად ვართ. შესაძლოა, ეს ასეთი სირთულეები გვჭირდება კიდეც. ახლა გვაქვს იდეალური პლატფორმა, რათა გულწრფელად გვჯეროდეს ჩვენი მზადყოფნის და იმის, რომ, როდესაც გაგვიჭირდება, პასუხებს აუცილებლად ვიპოვით“.

შეგახსენებთ, რომ მექსიკისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება 6 ივლისს, საქართველოს დროით 04:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუხელი: “რწმენა ბოლომდე შევინარჩუნეთ“
ტუხელი: “რწმენა ბოლომდე შევინარჩუნეთ“