ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი: “რწმენა ბოლომდე შევინარჩუნეთ“

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ინგლისის ნაკრები კონგოს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სამი ლომის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

ტუხელი:

„რწმენა ბოლომდე შევინარჩუნეთ. მატჩი ყველაზე ცუდი სცენარით დავიწყეთ. მეტოქის პირველი დარტყმა და პირველი გოლი — ამის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა. წყლის პირველი შესვენების შემდეგ თამაშზე სრული კონტროლი მოვიპოვეთ. ვფიქრობ, პენალტიც უნდა დაენიშნათ.

შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გუნდს დიდი ენერგია შემატეს, ბევრი იშრომეს და საბოლოოდ გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ, ეს გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ, თუმცა მისთვის ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა.

სწორედ ასეთი მენტალიტეტი უნდა გვქონდეს — როცა თამაში რთულდება, მოთმინება და საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დავკარგოთ. მათი მეკარე, უბრალოდ საოცრად თამაშობდა. ისეთი მოგერიებები შეასრულა, რომ ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელ მექსიკას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები