ჰარი კეინი, ენტონი გორდონი
Aa
Aa

კეინის დუბლი - ინგლისი მუნდიალის 1/8-ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ინგლისის ნაკრები კონგოს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ჰარი კეინი იყო, რომელმაც კონგოს დუბლი შეუსრულა და საკუთარი ქვეყანა სირცხვილს გადაარჩინა.

პირველი ტაიმი კონგომ 1:0 მოიგო. ანგარიში მე-7 წუთზე ციპენგამ გახსნა და პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, ტომას ტუხელმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გააკეთა. გერმანელმა სპეციალისტმა მადუეკე/რაშფორდის ნაცვლად გორდონი/საკა გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო.

გამათანაბრებელი გოლის დროს, გორდონმა საგოლე პასი მიითვალა. კეინმა მეტოქის კარი თავით აიღო.

ბარსელონას ახალწვეულმა ასისტების დუბლი მიითვალა და მეორე გოლის დროს კეინზე პასი კვლავ მან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელ მექსიკას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები