ლუკა ლოჩოშვილი გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშებს!
საქართველოს ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „კიოლნში“ გააგრძელებს. ინფორმაცია თავდაპირველად Geo Team-მა გაავრცელა, რომელი მოგვიანებით გერმანულმა GEISSBLOG-მა დაადასტურა.
გავრცელებული ცნობებით, ლოჩოშვილი „კიოლნში“ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის ღირებულება 5.5 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა როგორც იწერება, კიოლნს ლოჩოშვილის ტრანსფერი უფრო ნაკლები თანხა დაუჯდება.
ლუკა ლოჩოშვილი გასულ ზაფხულს იტალიის მეორე დივიზიონის კლუბ „კრემონეზედან“ „ნიურნბერგში“ გადავიდა და მე-2 ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და საუკეთესო ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. ლოჩოშვილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 32 მატჩი აქვს ჩატარებული.