ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ამას ყოველთვის ვამბობდი“ - პიმბლეტი გეიჯისთან ილიას მარცხზე

UFC-ის დროებითი საჩემპიონო ქამრის ყოფილი პრეტენდენტი, პედი პიმბლეტი მიიჩნევს, რომ მსუბუქი წონისთვის არასაკმარისი გაბარიტები ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში დამარცხდა.

„ის ქვემსუბუქი წონისაა. წონითი კატეგორიებიც ზუსტად ამიტომ არსებობს. ამას ყოველთვის ვამბობდი, როცა ხალხი გაიძახოდა: „ილია ნოკაუტში ჩაგაგდებსო”. არა. ის უბრალოდ მსუქანი ქვემსუბუქწონოსანია. ჰგონია, რომ მსუბუქი წონისაა, მაგრამ ასე არ არის. აი მე - მსუბუქი წონის ვარ. ის კი უბრალოდ გასუქებული ქვემსუბუქწონოსანია. შემიძლია მისი დარტყმები მთელი დღე ვიგერიო, სახეში ჩავაცინო, შემდეგ თავად ვესროლო სახეში და ამას ძალიან კარგად იგრძნობს“,

- განაცხადა ბრიტანელმა დემეტრიუს ჯონსონთან ინტერვიუში.

ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ქამრების გამაერთიანებელი ბრძოლა მსუბუქ წონაში 14 ივნისს, თეთრ სახლთან გამართული სადღესასწაულო ტურნირის მთავარი მოვლენა იყო და ამერიკელის გამარჯვებით, მეოთხე რაუნდის შემდეგ ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

რაც შეეხება პედი პიმბლეტს, ის ოქტაგონს 11 ივლისს, ლას-ვეგასში, UFC 329-ზე დაუბრუნდება, სადაც საღამოს მეორე მთავარ ბრძოლაში ბენუა სენ-დენის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები