ფოლარინ ბალოგუნი
Aa
Aa

დიდი გამარჯვება და დანაკლისი - ამერიკელები მერვედფინალში არიან

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ბოსნიელებთან ფავორიტის სტატუსი ასი პროცენტით გაამართლა, მეტოქე 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, თუმცა მოხდა ერთი ისეთი ფაქტი, რომელიც მომდევნო მატჩში ამ გუნდის ასპარეზობაზე უარყოფითად აუცილებლად იმოქმედებს. საუბარი გვაქვს ფოლარინ ბალოგუნზე, რომელიც არბიტრმა 64-ე წუთზე გააძევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ თამაშში აშშ-ის ნაკრები საუკეესო ბომბარდირის გარეშე იქნება.

სანამ გააძევებდნენ, „მონაკოს“ ფორვარდმა პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ტურნირის მასპინძლები დააწინაურა. მისი წითელი ბარათის შემდეგ, თითქოს ამერიკელებს გაუჭირდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და 82-ე წუთზე მალიკ ტილმანმა ბრწყინვალე და უზუსტესი საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სხვათა შორის, ტილმანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო ამერიკელები ბოლო ხუთი მუნდიალიდან მერვედფინალში მეოთხედ გავიდნენ, მათთვის საუკეთესო შედეგი კი ბრინჯაოს მედლებია, რომელიც 1930 წელს, პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეს.

აქვე გეტყვით, რომ მერვედფინალში ამერიკელების მეტოქე ბელგიის ეროვნული გუნდი იქნება და მათი დაპირისპირება 7 ივლისს, თბილისის დროით დილის 07:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაბო-ვერდეს პრეზიდენტი: შეგვიძლია მესი და არგენტინა 1:0 დავამარცხოთ
კაბო-ვერდეს პრეზიდენტი: შეგვიძლია მესი და არგენტინა 1:0 დავამარცხოთ