რუნი: “ტუხელი საკმარისად გაბედული აღმოჩნდა“
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ინგლისის ნაკრები კონგოს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამი ლომის ყოფილმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ კომენტარი გააკეთა.
რუნი:
„ვფიქრობ, შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ტომას ტუხელი საკმარისად გაბედული აღმოჩნდა და ბუკაიო საკა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. წინა მწვრთნელების პერიოდში ხშირად გვინახავს, რომ საუკეთესო ფეხბურთელები ავტომატურად თამაშობდნენ.
ტუხელი კი იმდენად გაბედული იყო, რომ საკა სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ასევე რაშფორდის ნაცვლად გორდონი შეიყვანა, რამაც ნამდვილად გაამართლა. ამით მან ფეხბურთელებში მოტივაცია და კონკურენცია შეინარჩუნა. საბოლოოდ კი სწორედ ასეთ გადაწყვეტილებებს მოაქვს შედეგი.“
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელ მექსიკას დაუპირისპირდება.