რუდი გარსია
Aa
Aa

რუდი გარსია: ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის გჯერა

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში სენეგალის ნაკრებთან გამარჯვებაზე (3:2) ისაუბრა.

„ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის გჯერა. მე უკვე ვთქვი, რომ ამ გუნდის ძალა, სხვა ყველაფერთან ერთად, სათადარიგო სკამშიცაა. მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელით შედეგს ვერ მიაღწევ.

მატჩის ბოლოსკენ მეტოქემ კონცენტრაცია დაკარგა. მათ 2:0-ის შენარჩუნება სურდათ, რაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო. ამან თავდაჯერებულობა შეგვმატა. როდესაც ანგარიში 1:2 გახდა, მატჩის მსვლელობა შეიცვალა. ამის შემდეგ ანგარიში გავათანაბრეთ და ძალიან კარგია, რომ შეხვედრის მიწურულს ეს დამსახურებული პენალტი გამოვიყენეთ“,

– განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ ბელგია 86-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა, თუმცა ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. ისევე როგორც გამათანაბრებელი, ასევე გამარჯვების გოლიც იური ტილემანსმა 125-ე წუთზე პენალტით გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები