ჰოლანდი: “ეს გამარჯვება ნორვეგიას სამუდამოდ შეცვლის“
ნორვეგიის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კოტ დ’ივუარის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების (2:1) შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა. ნორვეგიელმა შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.
ჰოლანდი:
„ვფიქრობ, ეს გამარჯვება სამუდამოდ შეცვლის ნორვეგიას. ვგრძნობ, რომ ეს წარმატება კიდევ უფრო გვაახლოებს ერთმანეთთან, როგორც გუნდს, ისე მთელ ქვეყანას. ეს მართლაც ძალიან ემოციური მომენტია.”
ცნობისთვის, 26 წლის თავდამსხმელი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე უკვე 5 გოლია და ის ოქროს ბუცისთვის ბრძოლას აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 6 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.