კონტრაქტს ხვალ გააფორმებს | ბართიშვილმა არსენალში სამედიცინო შემოწმება გაიარა
ანდრია ბართიშვილმა „არსენალში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. ქართველი ფეხბურთელის კარიერაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება და Geo Team-ის ინფორმაციით, ბართიშვილი კონტრაქტს ხელს ხვალ მოაწერს.
ბართიშვილი „არსენალთან“ 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. „მეთოფეები“ მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 4.5 მილიონ ევროს გადაიხდიან. ბართიშვილი ახალ კლუბს 2027 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეუერთდება, რაც 18 წლის გახდება.
„არსენალში“ გადასვლამდე, ბართიშვილი სავარაუდოდ „იბერია 1999“-ში ითამაშებს, რომელიც კონფერენგ ლიგაზე გავიდა და ლიგის ფაზაზე ასპარეზობს. კონფერენს ლიგაზე „იბერია 1999“ „ცრვენა ზვეზდას“ (შინ), „კოპენჰაგენის“ (სტუმრად), „ხეტაფეს“ (შინ), „სენტ ტრუიდენის“ (სტუმრად), „მიალბის“ (შინ) და „იაბლონეცის“ (სტუმრად) წინააღმდეგ ითამაშებს.
ცნობისთვის, ბართიშვილი ფოთის „კოლხეთი 1913“-ის საკუთრებაა და იჯარის წესით თბილისის „იბერია 1999“-ში თამაშობს. BBC-ის ინფორმაციით, მისით „ლივერპული“ და „იუვენტუსიც“ იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ „არსენალმა“ კონკურენტებს აჯობა.