„ძალიან მტკივნეული დასასრულია“ - ნოიერი ნაკრებიდან წავიდა
გერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გულშემატკივრებს „ბუნდესტიმის“ წარუმატებელი გამოსვლის გამო ბოდიში მოუხადა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„მუნდიალიდან ნაადრევი გამოვარდნა შემაშფოთებელია. მოლოდინები ვერ გავამართლეთ, ამ ტურნირზე გაცილებით შორს უნდა გავსულიყავით. ასეთი დასასრული ძალიან მტკივნეულია.
გერმანიის ნაკრებში დაბრუნებისას, გადაწყვეტილება გააზრებულად მივიღე. ერთი მხრივ, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო ნაკრების მაისურით თამაში. მეორე მხრივ, 40 წლის ასაკში, 4 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილებით, ვიფიქრე, რომ დავეხმარებოდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს და გერმანულ ფეხბურთს.
ამ მწარე მარცხის მიუხედავად, ნაკრებში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას არც ერთი წამით არ ვნანობ. ჩემი იმედგაცრუების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, მაგრამ ასევე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში და მათ შორის ამ მუნდიალზე გვიჭერდა მხარს“.
როგორც იცით, გერმანაი 1/16-ფინალში პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდა. 40 წლის ნოიერმა მუნდიალზე ოთხივე მატჩი შეუცვლელად ითამაშა.