„ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთანაა“ | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა
„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, იან კათრომ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავდა, თუმცა „მწვანეებმა“ მის გაყიდვაზე უარი თქვეს და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კათროს ამ თემაზე შეკითხვა დაუსვეს.
„ზურიკოს ხშირად ვესაუბრები. ეს ნორმალური მდგომარეობაა, რომელიც ბევრ საფეხბურთო კლუბში გვხვდება. აქ მოსვლამდე ვიცოდი, რომ დავითაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის პირადად გავიცანი და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი ბიჭია.
ბედნიერი ვარ, რომ მასთან ვმუშაობ და ვფიქრობ, ისიც ბედნიერია, რომ ჩემთან მუშაობს. დავითაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი გუნდის წევრია. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთანაა“.
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრისას დავითაშვილი „ატალანტას“, „ბეშიქთაშის“, „ოლიმპიაკოსისა“ და „ბეტისის“ ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა „სენტ-ეტიენის“ მოთხოვნები ვერც ერთმა დააკმაყოფილა. „მწვანეებს“ ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურთ, ზემოთ ხსენებული კლუბები კი 10-15 მილიონს იხდიდნენ.