“დღეს გმირი მე აღმოვჩნდი“ - კეინი კონგოს დამარცხების შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ინგლისის ნაკრები კონგოს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ჰარი კეინმა შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ინგლისელმა თავდამსხმელმა მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
კეინი:
„სიმართლე გითხრათ, საოცარი გრძნობაა. რა გიჟური მატჩი იყო. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ წყლის პირველი შესვენების შემდეგ გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. მათმა მეკარემ კი უბრალოდ წარმოუდგენელი ბურთები აიღო. მთელი კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ასეთ მატჩებში გმირის როლი ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია მოირგოს. დღეს ეს მე აღმოვჩნდი.
მთელი კვირა იმასაც ვიმეორებდით, რომ საკუთარ თავს არ უნდა გადავუხვიოთ. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, მაგრამ ახლა მთავარი შემდეგ ეტაპზე გასვლაა. ტურნირის იმ ფაზაში ვართ, სადაც გამარჯვებები შრომით უნდა მოიპოვო და სწორედ ეს შევძელით დღეს.
ჩვენ სხვა ნაკრებებისგან არაფრით განვსხვავდებით. შემდეგ ეტაპზე გავედით, ამიტომ ეს წარმატება უნდა ვიზეიმოთ. მინდა, ფეხბურთელებმა ეს სიხარული გულშემატკივრებთან ერთად გაიზიარონ, შემდეგ კი ოთხ დღეში ისევ საქმეს დავუბრუნდებით.
ხორვატიასთან მატჩის შემდეგაც ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შეცვლაზე შესული ფეხბურთელების გავლენა თამაშზე და დღესაც იგივე ვნახეთ. 90 წუთის განმავლობაში ჩვენთან თამაში ნებისმიერი მეტოქისთვის ძალიან რთულია. მიხარია ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება.“
ცნობისთვის, ჰარი კეინს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გოლი დაუგროვდა და მესის და მბაპეს 1 გოლით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელ მექსიკას დაუპირისპირდება.