ტონი კროოსი
Aa
Aa

ოლივერ კანი: ტოპ-გუნდი მოხალისეებს არ ეძებს, რომ პენალტი დაარტყან

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ეროვნული გუნდის გავარდნის ფონზე, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.

იულიან ნაგელსმანის გუნდი ტურნირის პლეი-ოფში, პარაგვაის ნაკრებთან, პენალტების სერიაში დამარცხდა.

„როდესაც საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, ჩანდა, თუ როგორ ეძებდა იოზუა კიმიხი მოთამაშეებს, რომლებსაც დარტყმა შეეძლოთ. ჩემთვის ეს ყველაზე მრავლისმეტყველი მომენტი იყო. ასეთ წუთებში ტოპ-გუნდი მოხალისეებს არ ეძებს. მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს თავად ითხოვენ. გერმანიას ტალანტებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს. ამ გუნდში გამორჩეული ფეხბურთელები არიან. ის, რაც მათ აკლიათ, არის საკუთარი თავის რწმენა, რათა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ, შესაძლოა, თავს წარუმატებლობისგან იცავენ. თუმცა ამავდროულად, ისინი ისტორიაში შესვლის შანსს ხელიდან უშვებენ. ეროვნული ნაკრების მომდევნო მწვრთნელის შესახებ დისკუსია მთავარ არსს კარგავს. ნაკრების სამმა მწვრთნელმა მარცხი ერთსა და იმავე ეტაპზე განიცადა: იოაჰიმ ლიოვმა, ჰანსი ფლიკმა და იულიან ნაგელსმანმა. სამი განსხვავებული სათამაშო სტილი. ხელმძღვანელობის სამი განსხვავებული სტილი. შედეგი კი ერთი და იგივეა. თუ სამი მწვრთნელი განსხვავებული მიდგომებით ერთსა და იმავე ეტაპზე მარცხდება, მიზეზი გაცილებით ღრმადაა“, — მიიჩნევს ოლივერ კანი.

მანამდე ნაკრების პრობლემაზე ილაპარაკეს ასევე ტონი კროოსმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა. კროოსის თქმით, გერმანიას ამჟამად მსოფლიო კლასის არც ერთი ფეხბურთელი არ ჰყავს. შვაინტაიგერმა კი თქვა, რომ ნაკრებმა დაკარგა მდგრადობა, იდენტობა და საბრძოლო სულისკვეთება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუდი გარსია: ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის გჯერა
რუდი გარსია: ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის გჯერა