არბელოა: “ვინც რეალს იცნობს, არ იფიქრებს, რომ ჩვენი გამარჯვება სასწაული იქნება“
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, განმეორებით მატჩში ბაიერნი რეალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ხვალინდელი მატჩი:
„ძალიან ველით ამ თამაშს. გვჯერა, რომ შეგვიძლია შედეგის მიღწევა — ვიცით, რა შესაძლებლობები გვაქვს და მზად ვართ დიდი მატჩისთვის.“
ქამბექი:
„თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ქამბექის სჯერა, ეს ჩვენ ვართ. ხვალ უფრო მეტი ფეხბურთელი გვეყოლება, რომლებიც პირველ მატჩში ვერ დაგვეხმარნენ. შედეგი არავინ იცის, მაგრამ ჩვენ ჩვენს ემბლემასთან ერთად დავბრუნდებით.“
ჩუამენის არყოფნა:
„ბევრი ვარიანტი გვაქვს — კამავინგა, ტიაგო, ვალვერდე... ძალიან მშვიდად ვარ. ვიცი, როგორ სასტარტო შემადგენლობას დავაყენებ და ეს თავდაჯერებას მაძლევს. ძალიან თავდაჯერებული ვარ და ეს ჩემთვის დიდი პრივილეგიაა.“
„ბაიერნთან“ შესაძლო კლასიკა:
„არ ვიცი, ეს ნაადრევი ფინალია თუ არა. ეს ორი დიდი ისტორიის მქონე კლუბია, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე და იმაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რაც ჩვენს კონტროლშია.“
საჭიროა თუ არა სასწაული?:
„არ ვფიქრობ, რომ სასწაული გვჭირდება. თუ წინა მატჩს მოვიგებდით, ეს არაფერ განსაკუთრებულს არ ნიშნავდა. მათი მეკარე საუკეთესო იყო იმ თამაშში. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ვინც „რეალს“ იცნობს, არ იფიქრებს, რომ ჩვენი გამარჯვება სასწაული იქნება.“
ისტორიის როლი:
„არ ვიცი, რამდენ გუნდს შეუძლია თქვას, რომ ჩემპიონთა ლიგა 15-ჯერ აქვს მოგებული. ფეხბურთელებს სჯერათ, კლუბს სჯერა. არც ერთ გულშემატკივარს არ უთქვამს, რომ არ გვჯერა. „რეალი“ ხვალ იქ იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ.“
შეგახსენებთ, რომ რეალისა და ბაიერნის პირველი მატჩი რეკორდმაისტერის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 15 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.