ვენსან კომპანი, მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

“უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია“ - კომპანი რეალთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, განმეორებით მატჩში ბაიერნი რეალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომპანი:

„ხვალისთვის ყველა ფეხბურთელი მზად იქნება. საკუთარი მომზადების პროცესი გვაქვს და მატჩის წინ დიდი მოტივაცია იგრძნობა. გვინდა გამარჯვება და იმის დამტკიცება, რომ შეგვიძლია გავამართლოთ გულშემატკივრების მოლოდინი. რა თქმა უნდა, მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ეს გუნდი თამაშში გამარჯვების რწმენით უნდა შევიდეს.

პირველ მატჩში მხოლოდ „რეალს“ არ ჰქონია მეტი გოლის გატანის შანსი — ჩვენც შეგვეძლო მეტის გატანა. მართალია, მათ მეორე ტაიმში მოუმატეს და ეს 45 წუთი მათ თავდაჯერებას მისცემს, მაგრამ პირველ ნახევარში ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტის გაკეთებაც შეგვიძლია.

„ბერნაბეუზე“ გამარჯვება თავდაჯერებას გაძლევს, მაგრამ ახლა სახლში უნდა დავამტკიცოთ, რომ კიდევ უკეთ თამაში შეგვიძლია. ოლისე ახლა წარმოუდგენლად მაღალ დონეზე თამაშობს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, თუმცა ამ ეტაპზე სწორ გზაზე დგას.“

შეგახსენებთ, რომ რეალისა და ბაიერნის პირველი მატჩი რეკორდმაისტერის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 15 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები