ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სრული სტატისტიკა და შეფასება | კვარაცხელია რენის წინააღმდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „რენთან“ სტუმრად დამარცხდა. საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში ლუის ენრიკეს ბიჭებმა 1:3 წააგეს. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა.

„კვარას“ სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 35 შეხება, 26-დან 21 ზუსტი გადაცემა, 4 საკვანძო პასი, მოსალოდნელი საგოლე გადაცემების გრაფაში — 0.59, 1-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 მოპოვებული ჯარიმა, 6-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა, 1 დარტყმა, 7 დაკარგული ბურთი.

ცნობილმა სტატისტიკურმა პლატფორმამ, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.2 ქულით შეაფასა. „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში მყოფ ფეხბურთელებს შორის მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ვიტინიამ (7.5) და უსმან დემბელემ (8.4) დაიმსახურეს. სათადარიგოთა სკამიდან მხოლოდ ბრედლი ბარკოლამ აჯობა (7.4).

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ლიგა 1-ის 18 შეხვედრა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგა-ზე ხვიჩამ 3 გოლი და ამდენივე ასისტი მიითვალა.

ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გზა ლეგენდობამდე ამ ბრძოლაზე გადის“ - თოფურიას მწვრთნელის განცხადება
„გზა ლეგენდობამდე ამ ბრძოლაზე გადის“ - თოფურიას მწვრთნელის განცხადება