ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარამ მხოლოდ 60 წუთი ითამაშა | პარი სენ-ჟერმენი რენთან სტუმრად დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდა. ლუის ენრიკეს გუნდი სენსაციურად დამარცხდა და პარიზელებმა 1:3 წააგეს.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა. „კვარამ“ მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა და მის გასროლას მცველები გადაეღობნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხვიჩას ორი გადაცემა: ერთი საკუთარი ნახევრიდან, მეორე - ტერფის გარე ნაწილით. ორივე შემთხვევაში „რენის“ კართან სახიფათო მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ პსჟ-მ ვერც ერთხელ ისარგებლა.

შეხვედრაში ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა და „რენი“ მუსა ტამარიმ დააწინაურა. 69-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა და „პარი სენ-ჟერმენის“ კარი ესტებან ლეპოლმა აიღო. 72-ე წუთზე უსმან დემბელემ ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა 81-ე წუთზე ბრილ ემბოლომ მატჩს წერტილი დაუსვა.

ამრიგად, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენი“ მესამედ დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდს 51 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს. პსჟ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ“ - ლევან კორღალიძის შეფასება
„ამ შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ“ - ლევან კორღალიძის შეფასება