მამარდას ბრწყინვალე პასი სალაჰზე | ლივერპული მან. სიტისთან განადგურდა
ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში მან. სიტიმ შინ ეტიჰედზე ლივერპული 4:0 გაანადგურა და ტურნირიდან გამოთიშა.
ერლინგ ჰოლანდმა მერსისაიდელთა ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს 3 გოლი გაუტანა, 1 გოლი სემენიოს აქტივშია. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გოლი მეკარის შეცდომას მოჰყვა. არნე სლოტის გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა, დაცვაში ბევრ შეცდომები დაუშვა, ტაბლოზე ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.
0:0-ზე გიორგი მამარდაშვილმა ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰის მისამართით კარგი გადაცემა გააკეთა, აფრიკელი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა. საუკეთესო ფორმაში მყოფი სალაჰი ამ მომენტში უკეთ იმოქმედედა.
მამარდა მან. სიტის წინააღმდეგ
სალაჰისთვის ეს მატჩი კიდევ ერთი ფაქტის გამო იყო წარუმატებელი. მეორე ტაიმში პენალტი ვერ გაიტანა, მეკარე ჯეიმს ტრაფორდმა აუღო.
ლივერპული შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, მეოთხედფინალის პირველ მატჩში სლოტის გუნდი ლუის ენრიკეს გაწვრთნილ პსჟ-ს ესტუმრება. შეხვედრა ოთხშაბათის საღამოს, 8 აპრილს გაიმართება. ინგლისურ კლუბს ასეთი თამაშით პარიზში ძალიან გაუჭირდება. იქიდან გამომდინარე თუ რა ფორმაშია ლივერპული და რა დამაჯერებლად გამოთიშა პსჟ-მ ჩელსი ჩემპიონთა ლიგიდან, სლოტის გუნდის წარმატების შანსი საკმაოდ მცირეა.
25 წლის ქართველმა მეკარემ, რომელიც მერსისაიდულ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ლივერპულში 14 მატჩი ჩაატარა, 14-დან 3-ში გოლი არ გაუშვა, პრემიერ ლიგაში ასტონ ვილასთან, ჩემპიონთა ლიგაზე ბეშიქთაშთან და მადრიდის რეალთან.