გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილი თამაშში კარგად ჩაერთო | პოლცინმა მინდორზე აუგსბურგთან დააბრუნა

გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში ჰამბურგი - აუგსბურგის მატჩი 1:1 დასრულდა. 64-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ჰამბურგი 10 ფეხბურთელით დარჩა. 67-ე წუთზე თამაშში ჰამბურგის ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი ჩაერთო, რომელიც ტრადიციულად მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა, თუმცა 77-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გადავიდა, მეტოქის სწრაფი კონტრშეტევა ჩაშალა, ბურთი მოიპოვა და მისმა გუნდმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც სახიფათოდ განვითარდა და დარტყმით დასრულდა. გიორგის დღევანდელი თამაშიდან ეს მომენტი გამოსარჩევია. ასევე, უნდა ითქვას, რომ დაცვაში კარგად მოქმედებდა, შეტევაში ჩართვისას კი ერთხელ კარისკენ ძლიერად დაარტყა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

გოჩოლეიშვილი აუგსბურგის წინააღმდეგ

ჰამბურგის მთავარმა მწვრთნელმა მერლინ პოლცინმა გიორგი გოჩოლეიშვილი ბუნდესლიგის ზედიზედ ორ მატჩში არ ათამაშა, მინდორზე დღეს დააბრუნა და ქართველმა „ვინგბექმა’’ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში BILD-მა ქართველზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გიორგი გოჩოლეიშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ ჰამბურგში დაბრუნდა და ვარჯიშის გამართვაც მოასწრო. ლიეტუვასთან მატჩიდან 22 საათის შემდეგ გოჩოლეიშვილი უკვე კლუბის საწვრთნელ ბაზაზე იყო და მისმა დამოკიდებულებამ ჰამბურგის მთავარი მწვრთნელის ქება დაიმსახურა. ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა უფლება დაესვენა, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიში აირჩია. გერმანული კლუბის თავკაცი, მერლინ პოლცინი, ამ თემაზე BILD-ს ელაპარაკა და გოჩოლეიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„გიორგის ვესაუბრე. მან თქვა, რომ ვარჯიში ძალიან უნდოდა, რადგან სანაკრებო შეხვედრებში ბევრი არ უთამაშია. მის ნაკრებში, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იასპარეზეს, რომლებმაც ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრები ახლახან ჩაატარეს. საქართველოს ნაკრებში კარგად იციან, გიორგის სახით როგორი ფეხბურთელი ჰყავთ, ისევე როგორც ჩვენ. ამიტომაც, ძალიან კარგია, როცა შენი მოთამაშე ამბობს: „მოედანზე გასვლა და სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა ძალიან მინდა.“ ეს მისი მხრიდან ძალიან კარგი ინიციატივაა.“

ჰამბურგმა 28 მატჩში 31 ქულა დააგროვა, 18-გუნდიან ბუნდესლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 12 აპრილს შტუტგარტს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ბრწყინვალე პასი სალაჰზე | ლივერპული მან. სიტისთან განადგურდა
მამარდას ბრწყინვალე პასი სალაჰზე | ლივერპული მან. სიტისთან განადგურდა