თორნიკე კვარაცხელია, ნიკოლოზ სახვაძე
Aa
Aa

თორნიკე კვარაცხელიას 2 საგოლე პასი | 17-წლამდე ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

UEFA-ს განვითარების თასზე გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

მე-15 წუთზე ნიკოლოზ თომაევის საგოლე პასით ჯუმბერ დუმბაძემ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში, 57-ე და 67-ე წუთებზე, ნიკოლოზ სახვაძემ დუბლი შეასრულა, ორივე გოლისას საგოლე პასი თორნიკე კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ჩიტაურმა სასტარტო 11-ში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: მეტონიძე, კობზონაძე, თომაევი, ფოცხვერია (კაპიტანი), ხარაზი, კაკულია, ჩიქოვანი, დუმბაძე, მაჭარაშვილი, კვარაცხელია, სახვაძე

პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ბულგარეთსა (6 აპრილი, 16:00 საათი) და კოსოვოს (8 აპრილი, 12:00 საათი) შეხვდება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ბულგარეთში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

მეკარეები: ოთარ გურიელი (დინამო თბილისი), შოთა მეტონიძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ თარაშვილი (ინტერის აკადემია).

მცველები: ანდრია ფოცხვერია (ინტერის აკადემია), ნიკოლოზ თომაევი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უღრელიძე (იბერია 1999), ალექსანდრე ხარაზი (ინტერის აკადემია), დაჩი დგებუაძე (ინტერის აკადემია), რობი ფერიაშვილი (გლდანი), დემეტრე ჩხარტიშვილი (ინტერის აკადემია).

ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი (ინტერის აკადემია), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სელერო), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), ჯუმბერ დუმბაძე (პორტუსი ბათუმი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), სანდრო  ბინიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ანდღულაძე (ინტერის აკადემია), ნიკოლოზ კოღუაშვილი (რეჯიანა, იტალია).

ფორვარდები: ლევან ჭიკაიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები