ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სტატისტიკა და შეფასება | ხვიჩა კვარაცხელია ტულუზას წინააღმდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ტულუზას“ დაუპირისპირდა და „პარკ დე პრენსზე“ გამართული მატჩი 3:1 მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საგოლე გადაცემა მიითვალა.

„კვარამ“ მოედანზე 67 წუთი გაატარა და ბურთს 70-ჯერ შეეხო. ხვიჩამ 46-დან 40 ზუსტი გადაცემა შეასრულა და 3 საკვანძო პასი მიითვალა. ქართველმა გარემარბმა მეტოქის კარისკენ 6-ჯერ დაარტყა და მის წინააღმდეგ წესები სამჯერ დაარღვიეს.

კვარაცხელიამ 13-დან 13 ორთაბრძოლა მოიგო (2-დან 2 საჰაერო), 4 ვარდნა შეასრულა და ბურთი 4-ჯერ დაიბრუნა. ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა მას 8.0 ქულა დაუწერა და ხვიჩაზე უკეთესი შეფასება მხოლოდ დუბლის ავტორ უსმან დემბელეს ჰქონდა (8.6). რაც შეეხება Whoscored-ს, მან კვარაცხელიას 8.4 დაუწერა, დემბელეს — 8.8.

ცნობისთვის, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „კვარას“ მონაწილეობა 23 შეხვედრაში აქვს მიღებული. მის ანგარიშზე 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. ყველა ტურნირზე ერთად მან 12 გოლი გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები ტულუზასთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტინგი ქოჩორაშვილის გასაშვებად მზადაა | მას მსურველიც გამოუჩნდა
სპორტინგი ქოჩორაშვილის გასაშვებად მზადაა | მას მსურველიც გამოუჩნდა