ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

13-დან 13 | ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის რეკორდი დაამყარა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტულუზა“ 3:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საგოლე გადაცემა მიითვალა. „კვარამ“ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და 13-დან 13 ორთაბრძოლა მოიგო.

X-ის გვერდის, Paris Stats Germain-ის ინფორმაციით, ქართველმა გარემარბმა პარიზული გრანდის რეკორდი დაამყარა. ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამდენი ორთაბრძოლა ისე მოიგო, რომ არც ერთი წაუგია. ეს სტატისტიკა 2015/16 წლებიდან არის ხელმისაწვდომი და პსჟ-ის მაისურით 13 ორთაბრძოლა წაგებულის გარეშე არავის მოუგია.

„ტულუზას“ წინააღმდეგ ხვიჩამ მოედანზე 67 წუთი გაატარა და ბურთს 70-ჯერ შეეხო. ხვიჩამ 46-დან 40 ზუსტი გადაცემა შეასრულა და 3 საკვანძო პასი მიითვალა. ქართველმა გარემარბმა მეტოქის კარისკენ 6-ჯერ დაარტყა და მის წინააღმდეგ წესები სამჯერ დაარღვიეს. Sofascore-მა მისი თამაში 8.0 ქულით შეაფასა, Whoscored-მა — 8.4-ით.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ 63 ქულა დაუგროვდა და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის ლიდერია. პარიზელებს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ელით. „კვარა“ და კომპანია გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სპორტინგი ქოჩორაშვილის გასაშვებად მზადაა | მას მსურველიც გამოუჩნდა
    სპორტინგი ქოჩორაშვილის გასაშვებად მზადაა | მას მსურველიც გამოუჩნდა