ნეიმარი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

GLOBO: ანჩელოტი ნეიმარის მუნდიალზე წაყვანაზე არც კი ფიქრობს

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, არ აპირებს ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ბრაზილიური GLOBO-ს ჟურნალისტი ანდრე ლოფრედო ავრცელებს.

„ანჩელოტი ნეიმარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოძახებაზე არც კი ფიქრობს. ეს მის გეგმებში არ შედის და არც ამის სურვილი აქვს. მას არ ესმის ნეიმარის ირგვლივ ატეხილი მთელი ამ აჟიოტაჟის მიზეზი.

მისი შემადგენლობაში ჩართვის მოწოდებები დასაბუთებულია იმით, თუ რას წარმოადგენდა ის გასულ წლებში და იმ მოლოდინით, რომ ვიხილავთ ნეიმარს, რომელიც დიდი ხანია აღარ გვინახავს. თუმცა, ანჩელოტი აფასებს ბოლო თვეების თამაშს და ის, რაც ნეიმარმა ამ პერიოდში აჩვენა, მას საბოლოო შემადგენლობასთან არ აახლოებს“,

– განაცხადა ჟურნალისტმა.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიის მიმდინარე ჩემპიონატის 3 მატჩში 34 წლის ფორვარდის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები