კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

როცა მასზე ვსაუბრობთ, ორი მოთამაშე იგულისხმება | მარტინესს რონალდუსი ეიმედება

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა მსოფლიოსთვის შემადგენლობა დაასახელა. კრიშტიანუ რონალდუ მეექვსე მუნდიალზე იასპარეზებს და ეცდება, სანუკვარი ოქროს მედალი დაისაკუთროს.

ერთ-ერთი კითხვა რონალდუს შესახებ იყო: კრიშტიანუ, სავარაუდოდ, თავის უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს და საფეხბურთო სამყაროს უდიდესი მოლოდინი აქვს. თუმცა აშკარაა, რომ მას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია როგორც გასახდელში, ისე მოედანზე. თქვენი მოლოდინით, როგორი იქნება ეს როლი?

რობერტო მარტინესი: "ვიმედოვნებ, ის იგივე როლს შეასრულებს, რასაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ასრულებდა მას შემდეგ, რაც მე ეროვნულ ნაკრებში ვარ. კრიშტიანუზე ბევრი მისაუბრია. როდესაც მასზე ვსაუბრობთ, აქ ორი მოთამაშე იგულისხმება. პირველი — მსოფლიო ფეხბურთის კერპი, რომელზეც მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებს საკუთარი აზრი აქვთ და აღიარებენ იმას, რაც მას ფეხბურთში მოაქვს, და მეორე — ჩვენი კაპიტანი. მას ისეთივე მოთხოვნები აქვს, როგორიც სხვა მოთამაშეებს — კონკურენტუნარიანობა, რათა იყოს ეროვნულ ნაკრებში... ჩემთვის ის სამაგალითო კაპიტანია. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერთა ლიგის მოგებაში და ახლა ჩვენ გვსურს, რომ პასუხისმგებლობისა და მაგალითის მიცემის იგივე დონე შევინარჩუნოთ გასახდელში."

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე:

მეკარეები: დიოგუ კოშტა (პორტუ), ჯოზე სა (ვულვზი), რუი სილვა (სპორტინგი), რიკარდუ ველიუ (გენჩლერბირლიგი)

მცველები: დიოგუ დალო (მანჩესტერ იუნაიტედი), მატეუშ ნუნიეში (მანჩესტერ სიტი), ნელსონ სემედუ (ფენერბაჰჩე), ჟოაუ კანსელუ (ბარსელონა), ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი), გონსალუ ინასიუ (სპორტინგი), რენატუ ვეიგა (ვილიარეალი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ტომას არაუჟუ (ბენფიკა).

ნახევარმცველები: რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი), სამუელ კოშტა (მალიორკა), ჟოაუ ნევეში (პარი სენ-ჟერმენი), ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი).

შემტევები: ჟოაუ ფელიქსი (ალ-ნასრი), ტრინკაუ (სპორტინგი), ფრანსიშკუ კონსეისაუ (იუვენტუსი), პედრუ ნეტუ (ჩელსი), რაფაელ ლეაუ (მილანი), გონსალუ გედეში (სოსიედადი), გონსალუ რამუში (პარი სენ-ჟერმენი), კრიშტიანო რონალდუ (ალ-ნასრი).

ცნობისთვის, პორტუგალიის ნაკრები K ჯგუფშია და მისი მეტოქეები კოლუმბია, უზბეკეთი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალბათ სიაში ყოფნას იმსახურებდა | ანჩელოტიმ ჟოაუ პედროს ბოდიში მოუხადა
ალბათ სიაში ყოფნას იმსახურებდა | ანჩელოტიმ ჟოაუ პედროს ბოდიში მოუხადა