ნეიმარი, კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ნეიმარს მნიშვნელოვანი როლი ექნება“ - ანჩელოტი შემადგენლობის დასახელების შედეგ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, განაცხადში ნეიმარის მოხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არ არის. ყველას თავისი აზრი აქვს. არ შეიძლება ითქვას, რომ ერთი აზრი მცდარია, მეორე კი – სწორი.

ყველას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი და განსხვავებული თვალსაზრისი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო.

საბედნიეროდ, დღეს არავის შეუძლია თქვას, რომ მწვრთნელი ცდებოდა. ივლისის ბოლომდე მოცდა მოგვიწევს. მაშინ ვინმე აუცილებლად იტყვის, მართალი იყო ის თუ არა.

ჩვენ ნეიმარი იმიტომ კი არ შევარჩიეთ, რომ მიგვაჩნია კარგ მოთამაშედ, რომელსაც შეცვლაზე შემოსვლა შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ მას შეუძლია გუნდს თავისი თვისებები შესძინოს, თუნდაც მხოლოდ ერთი წუთი ითამაშოს.

ჩვენ ეს ფეხბურთელები შევარჩიეთ, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი დაგვეხმარებიან“, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

იტალიელი სპეციალისტის არჩევანმა მაინც გამოიწვია მითქმა-მოთქმა ბრაზილიურ და უცხოურ მედიაში, რაც განაცხადს მიღმა ჟოაო პედროსა და რიჩარლისონის დატოვებამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები C ჯგუფში იქნება, სადაც 13 ივნისს მაროკოს, 19 ივნისს ჰაიტის, 24 ივნისს კი შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი განაცხადშია - ანჩელოტიმ მუნდიალისთვის შემადგენლობა დაასახელა
ნეიმარი განაცხადშია - ანჩელოტიმ მუნდიალისთვის შემადგენლობა დაასახელა