იურგენ კლოპი, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

იურგენ კლოპი ბრუნდება | იულიან ნაგელსმანის შემცვლელად გერმანიის ნაკრებში

იურგენ კლოპი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტი, რომელიც ბოლოს „ლივერპულში“ მუშაობდა, გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.

კლოპი „ბუნდესმანშაფტში“ დანიშვნას დათანხმდა. მხარეებმა გრძელვადიან კონტრაქტსა და სამომავლო პროექტზე საერთო ენა გამონახეს. კლოპს „რედ ბულ ჯგუფთან“ ხელშეკრულება აკავშირებს და გლობალური ფეხბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მაგრამ ეს პრობლემა არ იქნება.

რომანოს ცნობით, გადაწყვეტილია, რომ იურგენი „ბუნდესმანშაფტს“ გაწვრთნის. კლოპი იულიან ნაგელსმანს ჩაანაცვლებს, ვისი გერმანიაც მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში პარაგვაისთან დამარცხდა.

ცნობისთვის, „ლივერპულში“ ყოფნისას კლოპი პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ასოციაციის თასისა და ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა. 2019 წელს, მან FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და UEFA-ს სუპერ თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოცელვას უპირებდნენ, ძლიერ ბიჭებს მისი დაცვა დავავალე“ | დეშამი მბაპეზე
„მოცელვას უპირებდნენ, ძლიერ ბიჭებს მისი დაცვა დავავალე“ | დეშამი მბაპეზე