კილიან მბაპე, დიდიე დეშამი
Aa
Aa

„მოცელვას უპირებდნენ, ძლიერ ბიჭებს მისი დაცვა დავავალე“ | დეშამი მბაპეზე

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კილიან მბაპეზე ისაუბრა. „ლე ბლეს“ დამრიგებელმა საინტერესო განცხადება გააკეთა და არ დამალა, რომ მატჩის ბოლოსკენ საკუთარ ფეხბურთელებს მბაპეს დაცვა დაავალა.

„მატჩის მიწურულს ჩვენს ორ ფიზიკურად ყველაზე ძლიერ ბიჭს ვთხოვე, კილიანის გვერდით დამდგარიყვნენ და მასთან ახლოს ყოფილიყვნენ, რადგან მეტოქე მას მოცელვას უპირებდა. მბაპეს თქვენ დიქტატორად წარმოაჩენთ, მაგრამ რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. მისი საჯარო იმიჯი რეალობას საერთოდ არ ასახავს.

კილიანი ყოველთვის ჩამოყალიბებული ადამიანი იყო და მთელი გუნდი მას მიჰყვება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მბაპე ჩვენი კაპიტანია. როდესაც ის მოედანზე ან მოედნის მიღმა საუბრობს, ყოველთვის მთელ გუნდს წარმოადგენს.

რაც შეეხება მატჩს, გამარჯვება მარტივი არ ყოფილა. მათ ყველა ბინძური ხრიკი გამოიყენეს. ეს არ არის ისეთი ფეხბურთი, რომელიც ხალხს სტადიონზე მოიყვანს, თუმცა თავი კარგად დაიცვეს. სამხრეთამერიკული გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია“.

ცნობისთვის, საფრანგეთმა პარაგვაი 1:0, კილიან მბაპეს პენალტით დაამარცხა. „ლა ალბიროხას“ სათამაშო სტილი საფეხბურთო სამყაროს კრიტიკის ობიექტი გახდა. პარაგვაელები ბინძური ფეხბურთის გამო გააკრიტიკეს და მათ ქმედებებს სამარცხვინო უწოდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ გადაწყვიტა ლეიკერსმა სანდროს გაფორმება | რას წერენ ცნობილი გამოცემები
რატომ გადაწყვიტა ლეიკერსმა სანდროს გაფორმება | რას წერენ ცნობილი გამოცემები