„რამდენი ჯარიმა იყო? 30? 40?“ | შერკი პარაგვაის ნაკრებზე
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა რაიან შერკიმ პარაგვაისთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. შერკიმ მატჩის მთავარი არბიტრი გააკრიტიკა და „ლა ალბიროხას“ სათამაშო სტილზე გაამახვილა ყურადღება.
„ვიცოდით, რომ დღეს ჩვენი ტექნიკური და ტაქტიკური უნარების სრულად ჩვენებას ვერ შევძლებდით. მათი მთავარი ძალა მებრძოლი სული და ჟინია. ყველას შევახსენეთ, რომ თუ ჩვენთან საომრად მოდიან, შეუძლიათ ზუსტად იმავეს ელოდონ. ჩვენ აგრესიული სტილისთვის მზად ვიყავით.
მწვრთნელი რამდენიმე დღის განმავლობაში გვიხსნიდა, რომ პარაგვაის მთავარი ძალა სწორედ მათი მებრძოლი სული და მეტოქის თამაშის ჩაშლის უნარი იყო. მზად ვიყავით; გვინდოდა ყველასთვის შეგვეხსენებინა, რომ ბრძოლა ჩვენც ვიცით. სათქმელი არაფერი მაქვს, თქვენ თვითონვე ნახეთ...
რამდენი ჯარიმა იყო, 30, 40? რამდენი ყვითელი ბარათი დარიგდა? (სამი საფრანგეთის წინააღმდეგ, ნული — პარაგვაელი ფეხბურთელების მიმართ). ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მეოთხედფინალში ვართ“.
ცნობისთვის, საფრანგეთმა პარაგვაი 1:0, კილიან მბაპეს პენალტით დაამარცხა. „ლა ალბიროხას“ სათამაშო სტილი საფეხბურთო სამყაროს კრიტიკის ობიექტი გახდა. პარაგვაელები ბინძური ფეხბურთის გამო გააკრიტიკეს და მათ ქმედებებს სამარცხვინო უწოდეს.