„სამარცხვინო იყო, რომ მეთამაშა 4 ან 5 წითელს მივიღებდი“ | რა ითქვა პარაგვაის ბინძურ ფეხბურთზე
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში დიდიე დეშამის გუნდი პარაგვაის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია. „ლა ალბიროხა“ ყრუ დაცვაში იდგა, ბინძურად თამაშობდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა ფრანგი ფეხბურთელები პროვოკაციაზე წამოეგო.
მატჩის შემდეგ, რომელიც „მამლებმა“ 1:0 მოიგეს, პარაგვაელთა ქმედებებზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისაუბრა: „ამ შეხვედრაში რომ მეთამაშა, ოთხ ან ხუთ წითელ ბარათს მივიღებდი. ფრანგმა ფეხბურთელებმა ცივსისხლიანობა გამოავლინეს. მათ სიმშვიდე შეინარჩუნეს და იღიმოდნენ. პროვოკაციებზე ეს საუკეთესო რეაქციაა, რაც შეიძლება გქონდეს“.
სამხრეთამერიკელები ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჯო ჰარტმაც გააკრიტიკა: „ეს პარაგვაი სამარცხვინო გუნდი იყო. ჩემს თანაგუნდელებს ასე რომ ეთამაშათ, მათ მოედნიდან გავიყვანდი. არასდროს მომინდება, რომ თამაში ასეთი ფეხბურთით მოვიგო. მსაჯი სრული კატასტროფა იყო“.
ჰარტისა და ზლატანის გარდა, საკუთარი პოზიცია ფრანკ ლებეფმაც დააფიქსირა: „ამ პარაგვაიმ აჩვენა ყველაფერი, რაც ფეხბურთში მეზიზღება. მით უმეტეს კაბო-ვერდეს თამაშის შემდეგ, რომელიც ღირსეულად დამარცხდა“.
საინტერესოა, რომ პროვოკაციებისა და ბინძური ქმედებების მიუხედავად, პარაგვაის ნაკრების ფეხბურთელებს არც ერთი ყვითელი ბარათი არ მიუღიათ. შეხვედრის მთავარი არბიტრი ილგიზ ტანტაშევი იყო და L'Equipe-მა უზბეკი რეფერის მსაჯობა 10-დან 1 ქულით შეაფასა.