უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

დემბელეს დაზიანების სიმძიმე ცნობილია - პსჟ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „პარიზთან“ 2:1 წააგო, 27-ე წუთზე უსმან დემბელემ მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა.

ცოტა ხნის წინ, „პარი სენ-ჟერმენმა“ ფრანგი ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაზიანება სერიოზული არ არის და ტრავმის მოშუშებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

განცხადებაში წერია:

„მარჯვენა წვივის კუნთში დისკომფორტის გამო, უსმან დემბელე გუშინ საღამოს „პარიზის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში სიფრთხილის მიზნით შევცვალეთ. უახლოეს დღეებში ის სარეაბილიტაციო პროცედურებს გაივლის“.

უსმან დემბელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „პარიზთან“ მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემაც ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს უბრალოდ გადაღლილობაა. დღღეს მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეგვიძლია საუბარი. თუმცა, მგონია, რომ სერიოზული არაფერია და ხვალ უფრო მეტი გვეცოდინება“, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

„ოქროს ბურთის“ მოქმედ გამარჯვებულს 12 დღე აქვს იმისათვის, რომ ამ მცირე ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელდეს და ოპტიმალურ ფორმას დაუბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი მოსვლის შემდეგ, ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო“ - ენრიკე მარცხის შემდეგ
„ჩემი მოსვლის შემდეგ, ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო“ - ენრიკე მარცხის შემდეგ