გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

დიდი ცვლილებები ნახევარდაცვაში | ქოჩორაშვილი სავარაუდოდ სპორტინგს დატოვებს

პორტუგალიურ პრესაში „სპორტინგის“ სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. „ლომები“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და სავარაუდოდ, ზაფხულში, გიორგი ქოჩორაშვილს ტრანსფერზე დააყენებენ.

A Bola-ს მიხედვით, „სპორტინგი“ რამდენიმე ნახევარმცველს აკვირდება, რომელთა შორის „ბეტისის“ ფეხბურთელი, სერხი ალტიმირა და „ჰაკენის“ მოთამაშე, სილას ანდერსენი არიან. ასევე, „ლომები“ „ვენეციასთან“ ისა დუმბიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ექვსიანის პოზიციაზე ჟოაუ პალინიას უმიზნებენ. პალინია მათთვის მთავარი კანდიდატურაა, თუმცა გარიგების ბოლომდე მიყვანა მარტივი არ იქნება.

A Bola-ს ცნობით, დიდი ალბათობით, ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ დატოვებს. ქართველი ფეხბურთელი იჯარის წესით წავა ან „ლომები“ მას გაყიდიან. იმავე ინფორმაციას ავრცელებს Leonino და აცხადებს, რომ დიდი შანსია, „ქოჩო“ ზაფხულში ტრანსფერზე დააყენონ.

ქოჩორაშვილს მსურველები ესპანეთიდან ჰყავს. გიორგის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ლევანტე“, „ხეტაფე“, „ჟირონა“ და „რაიო ვალეკანო“ აკვირდებიან. გიორგი ლა ლიგა 2-ის წარმომადგენლების ყურადღების ობიექტიცაა, მაგრამ ქართველ ფეხბურთელს მხოლოდ უმაღლეს დივიზიონში სურს თამაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი ოვერტაიმი და ვემბის საოცარი მატჩი | სან ანტონიომ ოკლაჰომას სტუმრად მოუგო
ორი ოვერტაიმი და ვემბის საოცარი მატჩი | სან ანტონიომ ოკლაჰომას სტუმრად მოუგო