ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

იეგოიანი დაასვენეს და მე-60 წუთიდან ათამაშეს | ექსელსიორის მორიგი მარცხი

ნიდერლანდების ერედივიზიეში, 29-ე ტურში ექსელსიორი შინ მესამეადგილოსან ნაიმეგენთან 0:2 დამარცხდა.  ექსელსიორის მოუგებელი სერია 7-მატჩიანია. ბოლო 7 მატჩიდან გუნდმა 1 ფრედ დაასრულა, 6 დათმო.

ექსელსიორის ქართველი შემტევი ირაკლი იეგოიანი თამაშში მე-60 წუთზე, 0:1-ზე ჩაერთო. 84-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა, 90-ე წუთზე ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა, თუმცა თამაშში დარჩა და ბურთი დაიბრუნა. 

ერედიიზიეს მიმდინარე სეზონში პირველად ირაკლი იეგოიანი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ორ მატჩში დაეხმარა, ლატიასთან და მალტასთან 90 წუთი ითამაშა. გადატვირთული გრაფიკის, მატჩებისა და ფრენების გამო მისი  სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვება მოულოდნელი არ ყოფილა, მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. 

22 წლის იეგოიანმა მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 26-დან 25-ში სასტარტოში იყო, 25-დან 23-ში 90 წუთი ითამაშა. მის აქტივში 4 გოლი და 2 საგოლე პასია. ეს მისი სადებიუტო სეზონია ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში. თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ, საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს, თუმცა 7 მატჩია, რაც საგოლე მოქმედებას ვერ აფიქსირებს.

გასავარდნ ზონაში მყოფი ექსელსიორი შემდეგ ტურში, 12 აპრილს ზვოლეს მიიღებს, რომელიც მე-12 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ბრწყინვალე პასი სალაჰზე | ლივერპული მან. სიტისთან განადგურდა
მამარდას ბრწყინვალე პასი სალაჰზე | ლივერპული მან. სიტისთან განადგურდა