ლენარტ კარლი
Aa
Aa

მუნდიალი კარლის გარეშე - ტრავმის სიმძიმე ცნობილია

გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სერიოზული დანაკლისი აქვს - ტრავმის გამო იულიან ნაგელსმანს 18 წლის ლენარტ კარლის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს, რომელსაც არამხოლოდ ბუნდესგუნდის, არამედ მთლიანად პლანეტის პირველობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ და ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევდნენ.

ცნობილი ინსაიდერის, ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, კარლმა გუშინდელი ვარჯიშის დროს კუნთის ტრავმა მიიღო, რომლის მკურნალობასაც მინიმუმ 5 კვირა დასჭირდება და შესაბამისად, „ბაიერნის“ ახალგაზრდა მოთამაშეს მუნდიალის გამოტოვება მოუწევს. რთული სათქმელია, განიხილავდა თუ არა ნაგელსმანი ლენარტს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად, თუმცა ფაქტია, რომ მისი არყოფნა გუნდისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება.

ცნობისათვის, ლენარტ კარლმა გასულ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში გამართულ 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მის ნაცვლად კი ნაკრებში „ლაიპციგის“ ფეხბურთელი ასანა უდრაოგო გამოიძახეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშშ-ში შესვლა შეეძლებათ | Reuters-ის მიხედვით, ირანის ფეხბურთელებზე ვიზები გაიცა
აშშ-ში შესვლა შეეძლებათ | Reuters-ის მიხედვით, ირანის ფეხბურთელებზე ვიზები გაიცა