Transfermarkt-ის განახლებული ფასები | იეგოიანის, კვერნაძისა და გიზის პროგრესი
Transfermarkt-მა ქართველი ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. „ვილიარეალის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ფასი 2 მილიონი ევროთი გაიზარდა. Transfermarkt-ზე მიქაუტაძე 28 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი მისი ღირებულება 30 მილიონი ევროა.
პროგრესი აქვს „ფროზინონეს“ შემტევს, გიორგი კვერნაძეს. ახალგაზრდა ქართველის საბაზრო ღირებულებამ 500 000 ევროთი მოიმატა და 4 მილიონ ევროს მიაღწია. იმავე რაოდენობით გაიზარდა გიორგი წიტაიშვილის ფასიც — 2.5 მილიონი ევროდან 3 მილიონ ევრომდე.
„ექსელსიორის“ ქართველ ფეხბურთელს, ირაკლი იეგოიანს წინსვლა აქვს. მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონი ევროდან 1.8 მილიონ ევროზე ავიდა. მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა გიზი მამაგეიშვილისა და ალექსანდრე ნარიმანიძის ფასმა — ორივე მათგანი 1.2 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
საინტერესოა, რომ შემცირდა ოთარ კიტეიშვილის, გიორგი ქოჩორაშვილის, გიორგი ჩაკვეტაძის, საბა გოგლიჩიძისა და საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულება. „კიტე“ 6 მილიონი ევროდან 5.5 მილიონზე ჩამოვიდა, ქოჩორაშვილის ფასი 5 მილიონი ევროდან 4-ზე დაეცა, „ჩაკვე“ 4.5 მილიონის ნაცვლად 3.5 მილიონი ღირს, გოგლიჩიძის ფასი ზუსტად იმდენივეთი შემცირდა, ხოლო ლობჟანიძის — 3 მილიონ ევრომდე.