ხვიჩა კვარაცხელია, ემილ ჰესკი
Aa
Aa

„მას ყველაფერი აქვს“ | ჰესკის ლივერპულში კვარაცხელიას ხილვა სურს

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი, ემილ ჰესკი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია. „წითლებში“ ანდონი ირაოლას დანიშვნის შემდეგ ჰესკის ინტერვიუ ჩამოართვეს და მან მერსისაიდელების ახალ მთავარ მწვრთნელს „კვარას“ გაფორმება ურჩია.

„ლივერპულს გარემარბები სჭირდება — ფეხბურთელები, რომლებიც ტემპს მოუმატებენ და გოლებსა და საგოლე გადაცემებს გაიფორმებენ. დიომანდე და ბარკოლა ბრწყინვალე ტრანსფერები იქნებოდა, მაგრამ პირადად მე, მიმაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულისთვის დაუჯერებელი ვარიანტია, მას უბრალოდ ყველაფერი აქვს.

პარი სენ-ჟერმენის დაყოლიება რთული იქნება, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ კვარაცხელია გუნდს გააძლიერებს და ხარისხს გაზრდის. გარდა იმისა, რომ ხვიჩა საოცარი ფეხბურთელია, ბრწყინვალე სამუშაო ეთიკით გამოირჩევა და ლივერპულს შესანიშნავად მოერგება.“

ცნობისთვის, ჰესკის წარსულშიც უთქვამს, რომ „წითლებმა“ კვარაცხელიას გასაფორმებლად მაქსიმუმი უნდა გააკეთონ. ხვიჩას გადაბირება იოლი საქმე არ არის და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთელები უკეთ უნდა გავიცნო“ - პრესეზონზე მამარდა ირაოლასთან იმუშავებს
„ფეხბურთელები უკეთ უნდა გავიცნო“ - პრესეზონზე მამარდა ირაოლასთან იმუშავებს