ვილი სანიოლი
Aa
Aa

„კარგი შეკრება გამოვიდა, შედეგით კმაყოფილი ვარ“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბაჰრეინთან გამარჯვების შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო ოთახში მედიასთან ისაუბრა.

„სამი ცენტრალური მცველით თამაში იმიტომ დავიწყეთ, რომ სერიოზული გამოწვევებისთვის მოვმზადებულიყავით, რომლებიც სექტემბერში გველის. მესმის, რომ დღეს ფავორიტები ვიყავით, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ დიდი გამოცდილების მქონე მცველები არ გვყავს, გოგლიჩიძისა და ბერიაშვილის სახით, ამ ფორმაციის გამოცდა მნიშვნელოვანი იყო. ზოგადად ვერ ვიტყვი რომ პირველ ტაიმში გუნდი ბოლომდე იხარჯებოდა, თუმცა სეზონოს ბოლოა და ყველაფერს იდეალურად არ ჩაუვლია. მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ.

მეტი გოლის მოლოდინი მქონდა, მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, შეტევაში მეტი მოთმინებით უნდა გვემოქმედა. საერთო ჯამში კარგი შეკრება გამოვიდა. ეგოიანი რუმინეთთან კარგი იყო, დღეს მისთვის თამაში რთული იყო. ეგოიანის შრომასა და თავდადებას გამოვარჩევდი.

მოგეხსენაბათ, ეგოიანს დიდი ხანია ვაკვირდებით. წინა ევროპის ჩემპიონატი მისთვის საკმაოდ რთული იყო. დეკემბერში მისი ნაკრებში გამოძახების საკითხი დადგა. განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, ახალგაზრდულ ნაკრებს დახმარებოდა. სჯობდა იქ ყოფილიყო, ვიდრე ეროვნულში გამოგვეძახა და არ ეთამაშა. რაც შეეხება მეკარის პოზიციას, ხარატიშვილის საკითხს ვგულისხმობ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე რამდენად ექნება სათამაშო დრო თითოეულ მეკარეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 52-ე წუთზე, ლუკა ლოჩოშვილის გოლით გახსნა. 77-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:0.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის გოლი, კვარაცხელიას პენალტი | საქართველომ ბაჰრეინი დაამარცხა
ლოჩოშვილის გოლი, კვარაცხელიას პენალტი | საქართველომ ბაჰრეინი დაამარცხა