თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო | ბარსამ მურსიასთან სერია ვერ დახურა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ რაუნდში თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ მეტოქე „მურსიაა“. კატალონიელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად მოიგეს და შანსი ჰქონდათ, საკუთარ პარკეტზე მომდევნო ეტაპის საგზური გაეფორმებინათ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.

„მურსიამ“ პირველი მეოთხედი 22:18 მოიგო, მეორე პერიოდი კი 21:22 დათმო. „ბლაუგრანა“ მესამე მეოთხედში 6-ქულიან უპირატესობას ფლობდა, თუმცა გადამწყვეტი ათწუთეულის წინ მხოლოდ ერთი ქულით იგებდა. საბოლოოდ, მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და „მურსიამ“ 90:87 გაიმარჯვა.

შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი და 7 წამი გაატარა და საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 12-დან 10 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

ამრიგად, „ბარსელონასა“ და „მურსიას“ წყვილის გამარჯვებული 6 ივნისს გაირკვევა. თბილისის დროით 23:00-ზე „ბლაუგრანა“ სტუმრად ითამაშებს და სეზონის გადარჩენას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რენი გააქტიურდა | ბოლო ინფორმაცია ზურიკო დავითაშვილზე
რენი გააქტიურდა | ბოლო ინფორმაცია ზურიკო დავითაშვილზე