ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

რენი გააქტიურდა | ბოლო ინფორმაცია ზურიკო დავითაშვილზე

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ბევრი მსურველი ჰყავს. მისმა „სენტ-ეტიენმა“ უმაღლესი დივიზიონის საგზური ვერ მოიპოვა და მოსალოდნელია, რომ ზურიკო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „მწვანეების“ რიგებს დატოვებს.

დავითაშვილი ლიგა 1-ში მოასპარეზე „რენის“ რადარზე იმყოფება. Foot Sur 7-ის ინფორმაციით, „რენის“ ინტერესი სერიოზულია და ფრანგული კლუბი დიდი ძალებით ცდილობს, ზურიკო გაიფორმოს. „რენის“ ხელმძღვანელებს მისი საფეხბურთო პროფილი ძალიან მოსწონთ და კლუბის სკაუტები თვეებია „სენტ-ეტიენის“ გარემარბს აკვირდებიან.

„რენს“ „ჰოფენჰაიმის“ სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს და სწორედ ამიტომ, ბოლო დღეებში ფრანგები გააქტიურდნენ. გამოცემების მიხედვით, „ჰოფენჰაიმი“ „სენტ-ეტიენს“ დაუკავშირდა და ინფორმაცია გამოითხოვა. გერმანული კლუბი ევროპა ლიგაზე ასპარეზობს და ეს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში დავითაშვილი „ბენფიკასაც“ დაუკავშირეს და დაიწერა, რომ „არწივები“ მას სერიოზულად აკვირდებიან. Foot Sur 7 წერს, რომ ზურიკოს ბევრი შეთავაზება აქვს და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსაფრთხოების ნორმები დაარღვია“ - გულიაშვილს სასჯელი ემუქრება
„უსაფრთხოების ნორმები დაარღვია“ - გულიაშვილს სასჯელი ემუქრება