გიორგი გულიაშვილი, რასინგი
Aa
Aa

„უსაფრთხოების ნორმები დაარღვია“ - გულიაშვილს სასჯელი ემუქრება

ესპანეთის ლა ლიგამ ტრადიციული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ძალადობის, რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ყოველი ტურის მატჩების დროს მომხდარ დარღვევებზე რეაგირებს. მე-40 ტურის შემდეგ, ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში სანტანდერის „რასინგი“ და მისი ქართველი ფორვარდ გიორგი გულიაშვილი აღმოჩნდნენ.

ლა ლიგამ ოფიციალური საჩივრით მიმართა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) სადისციპლინო კომიტეტსა და ანტიძალადობრივ კომისიას.

საჩივარი ეხება „რასინგის“ მიერ ლა ლიგის საგზურის მოპოვების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ. მე-40 ტურის მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ „რასინგის“ გულშემატკივრები ტრიბუნებიდან მოედანზე მასობრივად შეიჭრნენ. ფანების სიმრავლის გამო, ფეხბურთელების გასასვლელ გვირაბთან შექმნილმა უსაფრთხოების პერიმეტრმა ფუნქცია ვერ შეასრულა, რამაც პოტენციურად სახიფათო გარემო შექმნა.

ასევე, ლა ლიგის ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამ დროს მედიისა და ტელეტრანსლაციის ზონაში სანტანდერული გუნდის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გულიაშვილი, ანთებული „ფაერით“ ხელში გადაადგილდებოდა, რაც უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სანქციები დაეკისრება კლუბს ან უშუალოდ ფეხბურთელს, თუმცა მსგავსი დარღვევები ესპანურ ფეხბურთში მკაცრად რეგულირდება და ძირითადად ფულად ჯარიმებს ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველ ნომრად ჩამოყალიბდა | პარდუბიცემ ხარატიშვილი ბათუმის დინამოსგან გამოისყიდა
პირველ ნომრად ჩამოყალიბდა | პარდუბიცემ ხარატიშვილი ბათუმის დინამოსგან გამოისყიდა