„ძალიან ბედნიერი ვიქნები“ - ილია მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Paramount-თან ინტერვიუში ისლამ მახაჩევთან პოტენციურ ჩხუბზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ელ მატადორის“ თქმით, ის ძალიან ბედნიერი იქნება, თუ მესამე ქამრისთვის ჩხუბის შესაძლებლობა მიეცემა.
„ყველამ იცის, რომ მესამე საჩემპიონო ქამრის მოპოვება მინდა. თუ გეიჯისთან ჩხუბის შემდეგ UFC-ი ქვესაშუალო წონაში ასვლის და მოქმედ ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან ჩხუბის შესაძლებლობას მომცემს, ძალიან ბედნიერი ვიქნები. რატომაც არა? ვინც რისკავს, შამპანურსაც ის სვამს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. ეს დაპირისპირება 15 ივნისს, თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. „ელ მატადორი“ დაუმარცხებელია და შერეულ ორთაბრძოლებში მე-18 გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ეს ილიასთვის მსუბუქ წონაში ტიტულის პირველი დაცვა იქნება.
აქვე გეტყვით, რომ მახაჩევი ქვესაშუალო წონის ჩემპიონია - ისლამმა გასული წლის ნოემბერში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და მეორე წონის ჩემპიონი გახდა.