ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ტორპედო განთესილებს შორის აღარ იქნება - ცნობილია მიზეზი

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილებს შორის აღარ იქნება. ეს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ უეფამ კონფერენს ლიგაზე აზერბაიჯანულ „თურანს“ მონაწილეობა აუკრძალა.

„თურანმა“ აზერბაიჯანის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა, თუმცა, უეფამ გუნდი ევროთასების მომავალი სეზონიდან მოკვეთა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი 2019 წელს მომხდარი სკანდალია, როდესაც „თურანის“ 9 ფეხბურთელს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა დაუდასტურდა და ფეხბურთში საქმიანობა აეკრძალა. უეფას წესდების თანახმად, კლუბი, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში პირდაპირ ან ირიბად გარეულია გარიგებულ მატჩებში, კონფერენს ლიგაზე არ დაიშვება.

თუ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) უეფას გადაწყვეტილებას არ გააუქმებს, „თურანს“ კონფერენს ლიგაზე დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირა“ ჩაანაცვლებს, რომელსაც უეფას საკლუბო რეიტინგში „ტორპედოზე“ მაღალი რეიტინგი აქვს.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგაზე განთესილებს შორის იქნებიან „დილა“ და თბილისის „დინამო“, ქუთაისური კლუბი კი, როგორც ჩანს, განუთესავებს შორის აღმოჩნდება. სამივე ქართული კლუბი კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამოს შთამბეჭდავი გამარჯვება - მეშახტე თოთხმეტი ტურია ვერ იგებს
დინამოს შთამბეჭდავი გამარჯვება - მეშახტე თოთხმეტი ტურია ვერ იგებს