კრისტალ პალასი, ჟან-ფილიპ მატეტა, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

ისტორიაში პირველი ევროტურნირი - კრისტალ პალასმა რაიო ვალეკანო დაამარცხა

კონფერენს ლიგის ფინალში „კრისტალ პალასმა“ „რაიო ვალეკანოს“ 1:0 მოუგო და ისტორიაში პირველი ევროტურნირი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონური კლუბის მსგავსად, მადრიდელებისთვისაც ისტორიაში პირველი შანსი იყო, რომ ევროტურნირი მოეგოთ.

ლაიფციგში გამართულ ფინალში ლონდონურმა კლუბმა ჟან-ფილიპ მატეტას გოლით გაიმარჯვა. ფრანგმა ფორვარდმა მატჩის ერთადერთი ბურთი 51-ე წუთზე გაიტანა.

ჯამში ოლივერ გლასნერის გუნდმა მეტი სახიფათო მომენტი შექმნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. „რაიომ“ კი ბურთის  ფლობის მიუხედავად კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და აშკარა საგოლე მომენტამდე მისვლა ვერ მოახერხა.

ეს თასი „პალასისთვის“ ისტორიაში მესამეა და კლუბმა სამივე მათგანი ოლივერ გლასნერთან ერთად მოიპოვა, რომელიც ამ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს ტოვებს.

2025 წელს „არწივებმა“ ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები